იაკობ ნიკოლაძემ ნოე ჟორდანიას ქანდაკების შექმნა დაიწყო

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 20 ივლისი, N160

ნ. ჟორდანიას ქანდაკების პროექტი

დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიამ მოიწონა ცნობილი ქართველი მოქანდაკის, როდენის მოწაფის, იაკობ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი ნოე ჟორდანიას ქანდაკების პროექტი. ნოე ჟორდანია გამოსახულია მჯდომარე. კომისიამ დაადგინა წინადადება მიეცეს იაკობ ნიკოლაძეს შეუდგეს ქანდაკების გასაკეთებელ მუშაობას. ქანდაკება დაიდგმება დამფუძნებელი კრების დარბაზში.