ღვინის შესახებ კანონ-პროექტის შემუშავება მიმდინარეობს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 20 ივლისი, N160

კანონ-პროექტი ყურძნის ღვინის შესახებ

მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობის საბჭოში განხილულ იქნა სააქციზო სამმართველოს, მიწათ-მოქმედების და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების და მეღვინეობის სპეციალისტ ექსპერტების თანამონაწილეობით შემუშავებული კანონ-პროექტი ყურძნის ღვინის შესახებ. თათბირმა პროექტი მიიღო და საბოლოო სარედაქციოთ საგანგებო კომისიას გადასცა.