საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ივნისში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.2%-ით შემცირდა და 5.05 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.
2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16%–ით შემცირდა და 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 19.1%-ით შემცირდა და 3.55 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 2.05 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
2020 წლის იანვარ-ივნისში 697.4 მილიონი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდის: რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი 584.2 მლნ, 530.7 მლნ, 450.9 მლნ და 282.5 მლნ აშშ დოლარით.
205.1 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდის: აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი და თურქეთი 203.5 მლნ, 188.1 მლნ, 162.7 მლნ და 102.2 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი 595.2 მლნ, 396.1 მლნ, 325.6 მლნ, 247.4 მლნ და 198.7 მლნ აშშ დოლარით.
2020 წლის იანვარ-ივნისში 332.4 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 184.1 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 117.6 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 91.4 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები- 64.7 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 53.6 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 49.4 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები –45.5 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 44.9 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 44.2 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 475.6 მილიონი აშშ დოლარი.
2020 წლის იანვარ-ივნისში 289.9 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 234.1 მლნ აშშ დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 231.6 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 158.7 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 157.8 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 69.8 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 39.6 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები – 38.2 მლნ აშშ დოლარი; ხორცი – 31.6 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 31 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 2.3 მლრდ აშშ დოლარი.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-მაისში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-აპრილში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-მარტში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-თებერვალში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)