ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 28 ივლისს გამართულ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 5 წლის ვადიანობის მქონე „ბენჩმარკ“ ობლიგაციები გაყიდა.

სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში სულ 4 კომერციული ბანკი მონაწილეობდა და მთლიანმა მოთხოვნამ 141 500 000 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.440%, მაქსიმალური 8.690%, ხოლო საშუალო შეწონილი კი – 8.556% იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)