2020 წლის პირველ ნახევარში მშპ 5.8%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ 6 თვეში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.5%-ით შემცირდა.
საქსტატის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.6%-ით შემცირდა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის 7.7%-იანი კლება დაფიქსირდა ივნისშიც.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა, სამთომოპოვებითი მრეწველობისა, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის საქმიანობებისა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)