ქართულ ენაზე ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები გამოიცა
გაზეთი ერთობა, 1920 წლის 1 აგვისტო, N176
სასკოლო სახელმძღვანელო წიგნები
იბეჭდება და 1 სექტემბერს მზად იქნება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემდეგი გამოცემანი:
- ქართველი მწერლები I ნაწილი ი. გომელაურისა;
- ქართველი მწერლები II ნაწილი მისივე;
- რომის ისტორია პროფესორ დიმიტრი უზნაძისა;
- ახალი ისტორია დიმიტრი უზნაძისა და გველესიანისა;
- არითმეტიკის სახელმძღვანელო ივანე ავალიშვილისა;
- დედა ენა I ნაწილი;
- დედა ენა II ნაწილი.
ამ წიგნების დაკვეთა და საფასურის „ბე“ მსურველებმა უნდა გამოგზავნონ წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში (დამფუძნებელი კრების ქუჩა N5).