გერმანია საქართველოს 28.5 მლნ ევროს გრანტსა და 170 მლნ ევროს შეღავათიან სესხს გამოუყოფს
საქართველოს ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანია საქართველოს 28.5 მლნ ევროს გრანტსა და 170 მლნ ევროს შეღავათიან სესხს გამოყოუფს.
სამინისტროსვე ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელი დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა მოაწერეს.
საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტი და სესხი შემდეგ პროექტებზე დაიხარჯება:
- „მდგრადი ურბანული მობილურობა საქართველოში“ – 100 მლნ ევროს სესხი და ხოლო 2.0 მლნ ევროს გრანტი;
- „ღია პროგრამა ენერგოეფექტიანობა საქართველოში“ – 40 მლნ ევროს სესხი და 3.2 მლნ ევროს გრანტი;
- „კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“ – 30 მლნ ევრო სესხი და 3.0 მლნ ევროს გრანტი;
- „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება – საქართველო“ – 18.5 მლნ ევროს გრანტი;
- „ენეროგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება – ფაზა II“ – 1.8 მლნ ევროს გრანტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)