იუსტიციის სამინისტრო: უვადო კატორღა ყალბი ფულის დამამზადებელთ

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 3 აგვისტო, N172

იუსტიციის სამინისტროში

ბრძოლა ყალბი ფულების მჭრელებთან

იუსტიციის სამინისტრომ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს წარუდგინა კანონ-პროექტი ყალბი ფულების მჭრელების სასჯელის გადიდების შესახებ.

ეს პროექტი წარდგენილი იყო მთავრობაში და მთავრობის ჩვენების თანახმად გადააკეთეს.

იუსტიციის სამინისტროს პროექტის ამგვარ დამნაშავეთათვის დანიშნული უნდა ყოფილიყო სიკვდილით დასჯა. ეს განსაკუთრებული ზომა უკუაგდეს და შესცვალეს უვადო კატორღით.