2 აგვისტო,1920: თფილისში სამხედრო საავიაციო დღესასწაული გაიმართა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 5 აგვისტო, N174
ავიაციის დღესასწაული
აგვისტოს 2, ავიაციის როტის ოფიცრებმა ჰაეროდრომში ავიაციის დღესასწაული მოაწყვეს. დღესასწაულს დაესწრნენ: მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორი, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე, კრების თავმჯდომარის ამხანაგი სიმონ მდივანი, დამფუძნებელი კრების ფრაქციების წარმომადგენლები, გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, გენერალი ანდრონიკაშვილი, ვალიკო ჯუღელი, გენერალი ქუთათელაძე და სხვა.
საავიაციო ვარჯიშობაში მონაწილეობა მიიღეს იმ მფრინავებმა, რომლებმაც საავიაციო შკოლა ამ მოკლე ხანში დაასრულეს. ფრენა 1 აპარატზე სწარმოებდა, ფრენა დილის 5 საათიდან დაიწყო. შემდეგ შეასრულეს საფჰერო ფრენის რთული ფიგურები, ფრენის დასასრულს ევგენი გეგეჭკორმა და გრიგოლ ლორთქიფანიძემ საავიაციო როტის კომანდირის მოვალეობის აღმასრულებელს მაყაშვილს მიულოცეს.
საღამოს გაიმართა ვახშამი, სადაც მხურვალე სიტყვები წარმოისთქვა და საქართველოს რესპუბლიკის ჯარს და ხელმძღვანელებს კეთილდღეობა და გამარჯვება უსურვეს.
სხვათა შორის სახალხო გვარდიის შტაბის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა სთქვა: საქართველოს ჯარი და გვარდია არავის არ ესხმის თავს, მაგრამ არც არავის ნებდება. ჯარის დევიზია: გამარჯვება ან სიკვდილი.
შემდეგ სიტყვები წარმოსთქვენს გენერალმა ზაქარიაძემ და სხვებმა.