გერმანია საქართველოს დამატებით კიდევ 310 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანია საქართველოს კიდევ 310 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს. შესაბამის ხელშეკრულებას 7 აგვისტოს ხელი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ვეიგელმა მოაწერეს.
აქედან 180 მლნ ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც გერმანიის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული ახალი პროგრამის – „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერების“ ფარგლებში გამოიყოფა. თანხა პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება.
130 მლნ ევრო კი – საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში – ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება.
მანამდე, 31 ივლისს, საქართველოსა და გერმანიას შორის საქართველოსთვის 28.5 მლნ ევროს გრანტისა და 170 მლნ ევროს შეღავათიანი სესხის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებაც გაფორმდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)