ჭიათურელი მუშები მიწისძვრით დაზარალებულ გორელებს ეხმარებიან

გაზ. ერთობა, 1920 წლის 14 აგვისტო, N183

გორის ფონდი

ანგარიში ჭიათურის მუშა-მოსამსახურეებში შეკრებილ ფულებისა გორის მიწისძვრისაგან დაზარალებულთა სასარგებლოთ:

პაპავას მუშებისაგან 24 950 მანეთი, მიუსელების მუშებისაგან 11 637 მანეთი, ჩომახიძე-სამხარაძის მუშებისაგან 7 188 მანეთი, სიმონოვის მუშებისაგან 4 735 მანეთი, დარკვეთის მუშებისაგან 2 685 მანეთი, შავი ქვის ჩამომზიდავ მეურმეებისაგან 14 000 მანეთი. ჭიათურის ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურეთაგან 8 615 მანეთი, შავი ქვის სამრეწველო დაწესებულების მოსამსახურეთაგან 10 480 მანეთი, ვაგონის მტვირთავ მუშებისაგან 18 060 მანეთი. სულ 102 350 მანეთი.

აღნიშნული თანხა გადაეცა მთავარ კომიტეტს თფილისში.

ჭიათურის პროფესიულ კავშირთა საბჭოს თავმჯდომარე ანთელიძე.