საქართველომ იტალიაში სამხედრო აეროპლანები შეიძინა
გაზ, საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 აგვისტო, N190
ჰაეროპლანები საქართველოსთვის
თანახმად სამხედრო საინჟინრო უწყების ცნობისა იტალიაში საქართველოს საჭიროებისათვის რამოდენიმე ჰაეროპლანი შეუსყიდნიათ.
ეს მანქანები გამოჩენილ ანსალდოს ქარხანაში შეუძენიათ. ეს ქარხანა ამ ჟამად მთელ მსოფლიოში საფრენ მანქანების დამამზადებელ საუკეთესო ქარხანად ითვლება.
საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი ჰაეროპლანები ტეხნიკის უკანასკნელ სიტყვას წარმოადგენს.
ჰაეროპლანის სიჩქარე საათში 220 კილომეტრს უდრის. ყოველ მათგანს აქვს რადიოსადგური, ფოტოგრაფიულ მოწყობილებით და სხვა. აპარატებს საუკეთესო მოტორები აქვს.
სხვათა შორის იუწყებიან: ვინაიდან გზაში არ არსებობს საავიაციო ბაზები, მაჭავარიანის ტურინიდან საქართველოში ჰაეროპლანით გადმოფრენის განზრახვა შემდეგისთვის გადაიდო.