აფხაზეთის ოპოზიცია თბილისთან დიალოგისა და გალელების პასპორტიზაციის წინააღმდეგ
ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიერ ცოტა ხნის წინ თბილისთან თანამშრომლობის შესაძლებლობისა და გალელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებს ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
აფხაზეთის ომის ვეტერანთა გავლენიანი კავშირის „არუაას“ 17 აგვისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრის“ ალექსანდრე ანქვაბის 13 აგვისტოს კომენტარმა, რომელშიც მან გალელი ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემაზე უარი უსამართლობად შეაფასა, „ქვეყნის ყველა პატრიოტული ძალის ღრმა შეშფოთება გამოიწვია“.
ვეტერანთა კავშირმა ანქვაბი მოქალაქეობის პრობლემის „ეთნიკურ ჭრილში“ განხილვის გამოც გააკრიტიკა და იგი საქართველოს მოქალაქეების დაცვისას, „აფხაზეთის კანონმდებლობის“ დარღვევასა და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნებების უფლებების უგულვებელყოფაში დაადანაშაულა.
- ანქვაბი: „გალში მცხოვრები ქართველები ჩვენი მოქალაქეები არიან“
- სერგეი შამბა გალელების პასპორტიზაციის, თბილისთან დიალოგისა და ვაჭრობის შესახებ საუბრობს
მოუწოდა რა ანქვაბს საკუთარი განცხადების საჯაროდ უარყოფისკენ, „არუაამ“ აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურმა „უნდა დაარწმუნოს საზოგადოება“, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები მოქალაქეობის შესახებ აფხაზური კანონიების შესაბამისად გადაწყდება და გალელი ქართველებისთვის პასპორტების უკანონოდ გაცემას „ადგილი აღარ ექნება“.
„არუაამ“ დაიმუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, „რიგგარეშე ყრილობას მოიწვევს, რომელზედაც „პრემიერ-მინისტრ“ ანქვაბისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებებს მიიღებენ“.
კიდევ ერთ განცხადებაში განცხადებაში „არუაამ“ ანქვაბს შეახსენა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზური „პასპორტების“ „უკანონო გაცემის“ მსგავს პოლიტიკას 2014 წელს თანამდებობიდან მისი გადაყენება მოჰყვა. იმავე განცხადებაში „არუაა“ ანქვაბს საპროტესტო აქციებით დაემუქრა.
17 აგვისტოს განცხადება აფხაზეთის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტია „აფსნიმაც“ გაავრცელა, რომელმაც აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიერ თბილისთან თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის გამო შეშფოთება გამოხატა. პარტიამ აფხაზეთის „მთავრობა“ ენგურს გასწვრივ „სასაზღვრო“ პოლიტიკის, ასევე მათთან „საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან“ სავაჭრო ურთიერთობების განახლებისა და „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ ინიციატივის გამოც გააკრიტიკა.
სოხუმის მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გალის რაიონის ტერიტორიაზე 30 259 პირი ცხოვრობდა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. 2014 წელს მათ უმრავლესობას სოხუმმა „აფხაზური მოქალაქეობა“ ჩამოართვა და 2017 წლიდან ბინადრობის ნებართვები გასცა, რითაც გალ ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პოლიტიკურ უფლებები ჩამოერთვათ.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს ლიდერებმა აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28-ე წლისთავი გაიხსენეს
- აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
- სახდეპი: რუსეთი აფხაზეთ-ცხინვალის კონფლიქტებს საქართველოს დასავლურ მისწრაფებათა შესაფერხებლად იყენებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)