ოკუპირებული ცხინვალი „შინაგან საქმეთა მინისტრზე“ თავდასხმას იძიებს 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლების განაცხადებით, რეგიონის „პროკურატურამ“ „შინაგან საქმეთა მინისტრ“ იგორ ნანიევზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ნანიევის მანქანას უცნობმა პირებმა 17 აგვისტოს ცხინვალის ცენტრში ცეცხლი გაუხსნეს.

ადგილობრივი მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე და 222-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო მოხელის სიცოცხლის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)