ცესკო-ს კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრი გაიხსნა 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 17 აგვისტოს კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრი გაიხსნა, რაც ცესკო-ს საშუალებას მისცემს „მაქსიმალურად შეამციროს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები“.

ახალი სერვერის ცენტრი აღჭურვილია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია.

ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი დაესწრნენ.

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხნის სანდო პარტნიორია და მისი მხარდაჭერა ცესკო-ს მიმართ მხოლოდ ამ პროექტით არ შემოიფარგლება.

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ცესკო-სთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ოქტომბერში ცესკოს და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობით აღჭურვილი მივა საარჩევნო ყუთამდე“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

ცენტრის გახსნამდე თითქმის ხუთი თვით ადრე, დაახლოებით 4.9 მილიონი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის, გარდაცვლილების პირადმა მონაცემებმა ჰაკერების ფორუმზე გაჟონა.

მაშინ ცესკომ განაცხადა, რომ გავრცელებული ბაზა ფორმატითაც და მონაცემებითაც რადიკალურად განსხვავდება იმ ბაზისგან, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)