საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება „ღირსეულ პარტნიორს“ უმასპინძლებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7-18 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მეხუთე საერთაშორისო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას – „ღირსეული პარტნიორი 2020“-ს უმასპინძლებს.
სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2 700 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
თავდაცვის უწყების ცნობით, წლევანდელი სწავლების მიზანი საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, ასევე შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)