მთავრობა ბორჯომში ტყის მასივების გაშენებას იწყებს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 აგვისტო, N195
ტყეების გაშენება ბორჯომის რაიონში
ბორჯომის რაიონში მიწათ-მოქმედების სამინისტროდან იგზავნება სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია იქაურ ფერდობიან ადგილებზე ტყეების გაშენების მიზნით.
ვინაიდან მიწათ-მოქმედების სამინისტროს სატყეო განყოფილებას გადაწყვეტილი აქვს ფართო მასშტაბით შეუდგეს რესპუბლიკაში ტყეების გაშენების საქმეს და საზოგადოდ ხსენებული საკითხის რაციონალურ ნიადაგზე დაყენებას. მან გადაწყვიტა ბორჯომის სახერხ-საწყობთან ახალი სისტემის თესლის საშრობი მანქანის გაკეთება. აქ დამზადდება სხვა და სხვა ჯიშის ხეების თესლი.
სამინისტროს მიერ სათანადო თანხა უკვე გადაიდო.