ევგენი გეგეჭკორმა იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

გაზ. საქართველო, 1920 წლის 5 სექტემბერი, N92

ევ. გეგეჭკორი იტალიის პრეზიდენტთან

თბილისი, სექტემბრის 4. იტალიიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებულია ცნობები, რომ 30 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პ. გეგეჭკორი მიიღო იტალიის პრეზიდენტმა ჯიოლიტიმ და მინისტრმა სფორცამ.

მიღებუა იყო გულითადი. ჯიოლიტის და მინისტრ სფორცას მიერ გამოთქმული იყო ღრმა სიმპატია საქართველოსადმი და გეგეჭკორის მიერ აღძრულ საქართველოს საკითხის შესახებ მხარის დაჭერა.

იტალიის გაზეთები ბეჭდავენ ინტერვიუს გეგეჭკორთან.