გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო
3 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსა და კიდევ 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას, დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი რეკორდული რაოდენობის 84-მა ქვეყანამ დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, 78-მა კი – თავი შეიკავა.
ეს უკვე მეცამეტე, შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს. პირველი რეზოლუცია, რომელიც 2008 წელს მიიღეს, მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთს ეხებოდა, ყველა მომდევნო დოკუმენტი კი ეხება როგორც აფხაზეთს, ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს.
2019 წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 79-მა ქვეყანამ, 15 წინააღმდეგი იყო, 57-მა კი თავი შეიკავა.
2018 წელს რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, 16 წინააღმდეგი იყო, 62-მა კი თავი შეიკავა.
2017 წელს რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა.
რუსეთის ფედერაციასთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმარი, ნიკარაგუა, სუდანი, სირია, ვიეტნამი და ზიმბაბვე.
ნაურუ და ვენესუელა, რომელთაც 2019 წელს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, წელს ხმის მიცემას არ დასწრებიან.
ბოლივიამ, ელ სალვადორმა და მადაგასკარმა, რომელთაც 2019-ში თავი შეიკავეს, წელს მხარი დაუჭირეს რეზოლუციას. კომორის კუნძულებმა, რომელიც 2019-ში წინააღმდეგ წავიდა, წელს მხარდაჭერა გამოხატა.
ესვატინი (ყოფილი სვაზილენდი) კი, რომელმაც რეზოლუციას 2019-ში მხარი დაუჭირა, წელს კენჭისყრას არ დასწრებია.
- 04/06/2019 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 13/06/2018 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 02/06/2017 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 08/06/2016 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 03/06/2015 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 05/06/2014 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 14/06/2013 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 04/07/2012 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 30/06/2011 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 08/09/2010 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 10/09/2009 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო;
- 16/05/2008 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთზე რეზოლუცია მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)