დამფუძნებელი კრება, 1920: აფხაზეთის ავტონომიის სტატუსი მომავალ კონსტიტუციაში გაიწერება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 9 სექტემბერი, N204
აფხაზეთის ავტონომია
აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგატებმა წერილობითი განცხადებებით მიმართეს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს, სადაც გამოთქმულ ლია სურვილი, რომ დამფუძნებელი კრების მომავალ სესიაში გარჩეული იქნას შემდეგი საკითხები: 1) ავტონომიურ აფხაზეთის საქართველოს ნაწილად ცნობის შესახებ. 2) იმ საქმეებში, რომელიც ექვემდებარება აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს, ამ ორგანოს მოქმედება იყოს სავსებით დამოუკიდებელი, და 3) ადგილობრივ აღმასრულებელ ძალად ჩაითვალოს ავტონომიური აფხაზეთის მთავრობა.
ეს საკითხი გაირჩა საკონსტიტუციო კომისიაში, რომელმაც დაადგინა: 1)დებულება რესპუბლიკის ნაწილების ავტონომიის შესახებ გამომდინარეობს სახელმწიფოს საზოგადო კონსტიტუციიდან. აფხაზეთის ავტონომიის მიღება, ანუ ნაწილობრივი ცნობა ამა, თუ იმ პრინციპისა, შეუძლებელია სანამ არ არის მიღებული კონსტიტუცია მთლიანად, 2) სახალხო საბჭოს დელეგატების მიერ განცხადებაში დასმულ საკითხების შეტანა დამფუძნებელ კრებაში დაუშვებელია არსებული პარლამენტარული წესდების ძალით. ავტონომიის პრინციპი, მიღებული კონსტიტუციის პროექტში, სავსებით უზრუნველყოფილია. 4) დებულება ავტონომიის შესახებ შეტანილი და გარჩეული იქნება დამფუძნებელი კრების მომავალ სესიაში (დეპეშათა სააგენტო).