ჩხენკელი და გენერალი ზაქარიაძე არტაანის სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას ეცნობიან
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 10 სექტემბერი, N205
აკ. ჩხენკელი არტაანში
ჩვენს ქალაქს ეწვია დეპუტატი აკაკი ჩხენკელი და გენშტაბის უფროსი გენერალი ზაქარიაძე.
აკაკი ჩხენკელს, რომელსაც კარგად იცნობდენ, როგორც თავის წარმომადგენელს სახელმწიფო დუმაში, ხალხი დიდის აღტაცებით, პურ-მარილით და ლოცვა-კურთხევით შეეგება. ამგვარივე აღტაცებით ეგებებოდნენ დეპუტატს გზებშიაც.
დღეს აკაკი ჩხენკელი არდანუჩისაკენ მიემგზავრება.