აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 4.5% იქნება  

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებული პროგნოზით, 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული 5%-იანი კლების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 4.5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, რაც ტურიზმის, კერძო მოხმარების, ინვესტიციების და ექსპორტის სფეროების გამოცოცხლებით იქნება განპირობებული.    

„ტურიზმის, საგარეო მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შესაძლო გახანგრძლივება ზრდის პროგნოზს ამცირებს, ისევე როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მუშაობის მოსალოდნელი შენელება“, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში. 

დოკუმენტის თანახმად, მკვეთრად იზრდება საქართველოს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020 და 2021 წლებში, შესაბამისად, 11 და 8%-მდე, რაც 2020 წლის პირველ კვარტალში თითქმის გაორმებული დეფიციტის თანამდევი პროგნოზია, რადგანაც ტურიზმიდან შემოსავლების 29.8%-ით კლებამ სერვისების ექსპორტი 15.6%-ით შეამცირა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)