შინაგან საქმეთა მინისტრი ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის უფროსს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 15 სექტემბერს ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორ მარია გამეს გამესს უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც შეთანხმდნენ. შსს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეთა წარმატებული საქმიანობას.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და მარია გამეს გამესმა ხელი მოაწერეს ორგანიზებული დანაშაულის ანალიზის ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე მემორანდუმს, რომელიც „კიდევ უფრო გააძლიერებს მხარეების ერთობლივ ძალისხმევას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით“.
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ინფორმაციით, ჯგუფი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმუშავებს და ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა ნარკოტიკების, შეიარაღებისა და ადამიანთა ტრეფიკინკი, ასევე უკანონო იმიგრაცია, კიბერდანაშაული და დანაშაულები საკუთრების წინააღმდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)