ცესკო-მ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
არჩევნებმადე 42 დღით ადრე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 სექტემბერს, წილისყრის შედეგად, ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ცესკო-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული 58 პარტიიდან და 2 საარჩევნო ბლოკიდან დღეს გამართულ წილისყრაში მონაწილეობა 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. ამავე ინფორმაციით, დანარჩენ სუბიექტებს კანონმდებლობის თანახმად, მათთვის ადრე მინიჭებული ნომრების დატოვების უფლება ჰქონდათ.
წილისყრის შედეგად, მოახლოებულ არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტები შემდეგი საარჩევნო ნომრებით ისარგებლებენ:
- № 1 – (პარტია) თეთრები;
 - № 2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის;
 - № 3 – ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა;
 - № 4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ;
 - № 5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“;
 - № 6 – მომავალი საქართველო;
 - № 7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
 - № 8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
 - № 9 – გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია;
 - № 10 – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
 - № 11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია;
 - № 12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის;
 - № 13 – რეფორმერი;
 - № 14 – ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი;
 - № 15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო;
 - № 16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
 - № 17 – ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო;
 - № 18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
 - № 19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი;
 - № 20 – საქართველო;
 - № 21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია);
 - № 22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა;
 - № 23 – ახალი ძალა;
 - № 24 – ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები;
 - № 25 – თავისუფალი დემოკრატები;
 - № 26 – ეკა ბესელია – პ.პ. „სამართლიანობისთვის“;
 - № 27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი;
 - № 28 – ქართული ფესვები;
 - № 29 – დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა;
 - № 30 – შეცვალე საქართველო;
 - № 31 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა;
 - № 32 – სახალხო პარტია;
 - № 33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ);
 - № 34 – სოციალური სამართლიანობისათვის;
 - № 35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია;
 - № 36 – გირჩი;
 - № 37 – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;
 - № 38 – იბერიელთა ერთობა ;
 - № 39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი;
 - № 40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა – გაიოზ მამალაძე;
 - № 41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;
 - № 42 – რეფორმატორები;
 - № 43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის);
 - № 44 – ქართული იდეა;
 - № 45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა;
 - № 46 – გია ჟორჟოლიანი – სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის;
 - № 47 – ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტია;
 - № 48 – არჩევანი სამშობლოსათვის;
 - № 49 – ჯონდო ბაღათურია – ქართული დასი;
 - № 50 – პროგრესული საქართველო;
 - № 51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა;
 - № 52 – სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი;
 - № 53 – ტრადიციონალისტები;
 - № 54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები;
 - № 55 – ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა;
 - № 56 – ლელო;
 - № 57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“;
 - № 58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია;
 - № 59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია;
 - № 60 – საქართველოს განვითარების პარტია.
 
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)