შსს-მ 11 ნარკორეალიზატორი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 სექტემბრის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. ამასთან, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ საკონტროლოდ რამდენჯერმე შეისყიდეს და ის მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის დროსაც ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)