რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის თქმით, საქართველოში „ბელარუს ექსტრემისტებს“ ამზადებენ
რუსეთის საგარეო დაზვერვის მსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის თქმით, სხვა ქვეყნებთან ერთად, „ბელარუს ექსტრემისტებს“ საქართველოშიც ამზადებენ.
29 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნარიშკინმა აღნიშნა, რომ „მებრძოლები განახლებული ბელარუსისთვის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და პენტაგონის ინსტრუქტორების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მომზადებას პოლონეთში, საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადიან“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)