საქსტატი: სექტემბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სექტემბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი, ფასები 0.07%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.3%-ით გაიზარდა, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასების მატებამ 8.9% შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1%). ფასები ასევე გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში (7.5%) და სხვადასხვა საქონლის და მომსახურების ჯგუფში (9.1%).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.5%-იანი ზრდა), ტრანსპორტი (1.9%-იანი ზრდა), ჯანდაცვა (1.8%-იანი ზრდა) და ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.4%-იანი ზრდა).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)