მიხაილ ბაბიჩი ცხინვალში ჩავიდა
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი 2 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩავიდა და „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონში რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების საკითხი განიხილეს. ბიბილოვმა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს აცნობა, რომ დაგეგმილი პროექტები წლის ბოლომდე 100%-ით შესრულებული იქნება.
„რუსეთის დახმარების გარეშე ჩვენ ამას ვერ შევძლებდით“, – განაცხადა ბიბილოვმა. ბაბიჩმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთის მთავარი გეგმა რეგიონში სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური მიზნებისთვის გამოყოფილი თანხების სრული ათვისებაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)