დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ-მ პარტიული სია წარადგინა
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ-მ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის პროპორციული სია წარადგინა, რომელსაც სათავეში თავად დავით ჭიჭინაძე უდგას.
ქვემოთ ტრიბუნას პროპორციული სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:
- დავით ჭიჭინაძე;
- კობა ამირხანაშვილი;
- ლია მუხაშავრია;
- კონსტანტინე კემულარია;
- კობა ქანთარია;
- ნინო სტურუა;
- გენრიხ მურადიანი;
- ზურაბ იაშვილი;
- თამარ შარანგია;
- თენგიზ ჭიქაბერიძე;
- გელა კვარაცხელია;
- ირმა ყაჯრიშვილი;
- დავით რსტაკიანი;
- მიხეილ ქავთარაძე;
- მარინე თოლომაშვილი;
- ვაჟა ჩოხელი;
- ზურაბ ნიჟარაძე;
- ლია ლომთათიძე;
- ვახტანგ გაბუნია;
- ჯემალ წულუკიძე.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)