სტრატეგია აღმაშენებლმა საპარლამენტო სია წარადგინა
საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი ერთ-ერთი იმ საარჩევნო სუბიექტთაგანია, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა. ბლოკის საპარლამენტო სიის სათავეში სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა. მას მეორე ნომრად ბლოკში შემავალი პარტია კანონი და სამართლის ლიდერი თამარ ჩარკვიანი მოსდევს.
ქვემოთ სტრატეგია აღმაშენებლის პროპორციული სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:
- გიორგი ვაშაძე;
- თამარ ჩარკვიანი;
- პაატა მანჯგალაძე;
- თეონა აქუბარდია;
- ბესიკი ბარქაია;
- სერგო ჩიხლაძე;
- დავით ცეკვავა;
- თეონა ჭალიძე;
- ლევან ჭიჭინაძე;
- გიორგი თევდორაძე;
- გიორგი ცობეხია;
- ნანა ტოხვაძე;
- თამთა შამათავა;
- დავით თოფურია;
- მანანა ჯებაშვილი;
- ანა კობახიძე;
- ლაშა დიაროვი;
- თამილა ჯაფარიძე;
- გიორგი ხაბურზანია;
- ედნარ მგელაძე.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)