ერთიანი საქართველო-დემოკრატიულმა მოძრაობამ საპარლამენტო სია წარადგინა

ნინო ბურჯანაძის პარტია ერთიანი საქართველო-დემოკრატიულმა მოძრაობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა, რომელსაც სათავეში თავად ნინო ბურჯანაძე უდგას.

ქვემოთ ერთიანი საქართველოს სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:

  1. ნინო ბურჯანაძე;
  2. გრიგოლ ბარამიძე;
  3. ანზორ ბიწაძე;
  4. ოთარ თავართქილაძე;
  5. ბესიკი დანელია;
  6. თამარ ზურაშვილი;
  7. მამუკა აჩბა;
  8. ბექა პეტრიაშვილი;
  9. მაია ხრიკაძე;
  10. ივანე მაჭარაშვილი;
  11. დავით ეხვაია;
  12. ქეთევან ზაქარეიშვილი;
  13. აკაკი კიკვაძე;
  14. დავით წერეთელი;
  15. მაია პაჭკორია;
  16. ნიკა პეტრიაშვილი;
  17. ალექსი ჩხიკვაძე;
  18. ელენე იაშვილი;
  19. ხვიჩა გამარჯობაძე;
  20. მარინა მესხიშვილი.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)