პარტიამ მოქალაქეები საპარლამენტო სია წარადგინა
ალეკო ელისაშვილის პარტიამ მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ალეკო ელისაშვილია, რომელსაც მეორე ნომრად ლევან იოსელიანი მოსდევს.
ქვემოთ მოქალაქეების პროპორციული სიის პირველი ოცეულია მოცემული:
- ალექსანდრე ელისაშვილი;
- ლევან იოსელიანი;
- ქეთევან თურაზაშვილი;
- გენრი დოლიძე;
- ივანე ნორაკიძე;
- ფატმანი ბარჯაძე;
- სულხანი ნამჩევაძე;
- გიორგი გაბაიძე;
- ნატო კირვალიძე;
- გიორგი რეხვიაშვილი;
- ბაჩანა ხუციშვილი;
- თამთა სებისკვერაძე;
- ოთარ ქერქაძე;
- ბეჟან ბლიაძე;
- ლელა დუნდუა;
- დავით გიორგაძე;
- ვახტანგ შურღაია;
- მაკა ფრიდონაშვილი;
- ინდიკო ბერძენაძე;
- მალხაზი ერაძე.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)