განახლებული სახალხო უნივერსიტეტის რექტორად გრიგოლ ნათაძე დაინიშნა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 20 ოქტომბერი, N238
ახალი ამბები
[გრიგოლ ნათაძე 1878-1951 – სოციალისტ-რევოლუციონერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრი, სახალხო განათლების სამინისტროს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა სამმართველოს გამგე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
სახალხო უნივერსიტეტის რეგისტრაცია.
სისტემური მეცადინეობა განახლებულ სახალხო უნივერსიტეტში დაიწყება 1 ნოემბერს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელად გამგეობამ მოიწვია გრიგოლ იაზონის ძე ნათაძე.
ბინა სახალხო უნივერსიტეტისათვის.
რადგანაც ახლანდელი ბინა, იმ ვრცელი სასწავლო გეგმისათვის [ყველა ზრდასრული მოქალაქისათვის წერა-კითხვის შესწავლა და მათთვის საინტერესო თემებზე ლექციების გამართვა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა, რომელსაც გამგეობა აწარმოებს, გამოუსადეგარია, გადასწყვიტეს ეთხოვნათ მთავრობის თავმჯდომარისათვის სახალხო უნივერსიტეტისათვის რეკვიზიციით გადაეცათ შესაფერისი შენობა. ორშაბათს 17 ოქტომბერს დელეგაცია, რომელშიც შედიოდენ პროფესიულ კავშირთა საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი დობორჯგინიძე, სახალხო უნივერსიტეტის რექტორი ნათაძე და გამგეობის მდივანი ი. ანთაძე წარუდგენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს [გრიგოლ ლორთქიფანიძეს], რომელმაც დახმარება აღუთქვა.