განსაკუთრებულმა რაზმმა ყალბი ფულის მბეჭდავები დააპატიმრა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 21 ოქტომბერი, N238

განსაკუთრებული რაზმის მოქმედება

განსაკუთრებულ რაზმის უფროსმა კედიამ მიიღო ცნობა, რომ მზადდება წინასწარ ლიტოგრაფიული ქვა ყალბი ფულების საბეჭდავი სტამბისათვის, ამ ცნობის შემდეგ წავიდა თანხლებით თანაშემწის ჩიკვაიძისა და სხვა მოხელეთა და აღმოჩენილი იქნა ლიტოგრაფის ქვა, რომელზედაც იყო გადაღებული და ამოქნილი ას თუმნიანი. გამმზადებელი ქვის, ვინმე შვანე, მთელი ორგანიზაციით იქნა დაპატიმრებული და გაგზავნილი საპყრობილეში. საქმე გადაეცა სასამართლოს.

განსაკუთრებული  განკარგულებით დაპატიმრებული იქმნა ნიკოლოზ როტინოცი, იოსებ ფირცხალაშვილი, დავით კვანტალიანი, ხაჩატურიანცი და ვარლამ შენგელია, რომელთაც ბრალდებათ ყალბი ფულების გაკეთება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის უფროსის კედიას განკარგულებით დათხოვნილია სამსახურიდან პასუხის გებაში მიცემით ამავე რაზმის თანამშრომლები: გრიგოლ დოლიძე, ექვთიმე კვაშალი და ვასილ ნიჟარაძე სამსახურში ბოროტ-მოქმედების ჩადენისათვის (ბრალდებათ ქრთამის აღება).