სახელმწიფოსგან ეკლესიის საბოლოოდ ჩამოშორების შესახებ კანონ-პროექტი მზადდება
გაზ. ერთობა, 1920 წლის 21 ოქტომბერი, N239
ეკლესიის ჩამოშორება სახელმწიფოსგან
16 ოქტომბერს დამფუძნებელი კრების წევრის სერგი ჯაფარიძის თავმჯდომარეობით შესდგა კანონის გადამიჯვნის კომისიის კრება. სხდომას დაესწრნენ: სხვადასხვა სარწმუნოების და ეროვნულ საბჭოთა წარმომადგენლები. განიხილეს საკითხი ეკლესიის სახელმწიფოდან ჩამოშორების შესახებ.
კანონ-პროექტით წინდახედულია: 1. უზრუნველყოფა რესპუბლიკის მიერ რწმენის თავისუფლებისა და სარწმუნოებრივი ღვთისმსახურების თავისუფლად წარმოებისა, პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებით სარგებლობა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სარწმუნოებას ეკუთვნის ესა თუ ის პირი, და არავინ არ შეიძლება იდევნებოდეს თავის რელიგიურ შეხედულებისათვის;
2. რესპუბლიკა არ მფარველობს და არ აძლევს ჯილდოს და სუბსიდიას, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი არც ერთი სარწმუნოების მსახურთ, და უკანასკნელთა უზრუნველყოფას და აგრეთვე სასულიერო დაწესებულებათ მორწმუნეთ ანდობს.
3. მართლ – მადიდებელ ეკლესიას, ისე, როგორც სხვას, ეძლევა უფლება თავისუფალი თვითმოწყობისა;
4. არც ერთ სასულიერო დაწესებულებას არ აქვს უფლება არ შეიძინოს უძრავი ქონება კერძო საკუთრებათ.
5. უძრავი ქონება, რომელის სასულიერო დაწესებულებათა ხელშია, სახელმწიფო საკუთრებაში გადადის.
6. განათლების მინისტრს ევალება შეადგინოს სია საეკლესიო ქონებისა, რომელსაც აქვს ისტორიული და მხატვრული ღირებულება და რომელის სახელმწიფოს პირდაპირ გამგებლობაში უნდა გადავიდეს.
7. არსდება რა თავისუფლება სარწმუნოებრივი პროპაგანდისა, რესპუბლიკა კრძალავს სასწავლებლებში საღმრთო სჯულის სწავლებისა.
8. ცერემონიები, პროცესები სა კულტის სხვა გარეშე გამოხატულებანი წესრიგდება ქალაქთა და ერობათა თვითმმართველობების მეირ.
ამ პროექტის განხილვამ ცხარე კამათი გამოიწვია. კამათის გაგრძელება დაინშნა შემდეგი სხდომისათვის, რომელიც 27 ოქტომბერს შესდგება (სდს).