ქართულმა მარშმა პროპორციული სია წარადგინა
პარტიამ „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა, რომლის სათავეშიც ალექსანდრე ბრეგაძეა. მას მეორე და მესამე ნომრებად ქართული ოცნების ყოფილი წევრი ირაკლი შიხიაშვილი და ზაურ ჯალაღონია მოსდევენ.
ქვემოთ ქართული მარშის პროპორციული სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:
- ალექსანდრე ბრეგაძე;
- ირაკლი შიხიაშვილი;
- ზაურ ჯალაღონია;
- ცირა ჯავახიშვილი;
- გიორგი გიგაური;
- მამუკა ჩოქური;
- ერმილე ნემსაძე;
- ინგა ბერიკაშვილი;
- ლევან ოსიძე;
- გიორგი ონიანი;
- კახაბერ კობახიძე;
- ნანა ცაგურია;
- გურგენ ონიანი;
- ნიკოლოზი კოვზაძე;
- ლომშე დვალი;
- ქრისტინე აროშიძე;
- ზურაბ ღვინიაშვილი;
- ალექსანდრე ჩარგეიშვილი;
- ანზორი ფორჩხიძე;
- თინა ჩაჩუა.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)