კონსერვატიულმა პარტიამ საარჩევნო სია წარადგინა
პარტიამ ზვიად ძიძიგური-საქართველოს კონსერვატიული პარტია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული პარტიული სია წარუდგინა. სიის პირველი ნომერი ზვიად ძიძიგურია, მას მეორე ნომრად გიგა ბუკია მოსდევს, სიის მესამე ნომერი კი – ქეთევან ჯოხაძეა.
ქვემოთ კონსერვატორების პროპორციული სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:
- ზვიადი ძიძიგური;
- გიგა ბუკია;
- ქეთევან ჯოხაძე;
- კობა ძიძიგური;
- თეიმურაზი წურწუმია;
- თეა ერგემლიძე;
- ნატალია ძიძიგური;
- ხათუნა საგინაშვილი;
- გიორგი მორგოშია;
- გრიგოლი ბენიძე;
- ქეთევანი მამულაშვილი;
- დავითი მაღლაკელიძე;
- ზაალი მეტრეველი;
- ლია ყარყარაშვილი;
- გაიოზი ქირია;
- მალხაზი ნიშნიანიძე;
- დაზმირ ძიმცეიშვილი;
- გულნარა ფერიაშვილი;
- ზვიადი დგებუაძე;
- ზურაბი წურწუმია.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)