ჯანმრთელობის დეპარტამენტი შავი ჭირის წინააღმდეგ უფასო აცრას იწყებს

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 ოქტომბერი, N241

ახალი ამბები

ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორის განცხადება:

ჯანმრთელობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჟამის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა სწარმოებს უსასყიდლოთ მსურველთათვის ქალაქის ცენტრალურ სამკურნალოში, სალდათის ბაზარში, პუშკინის ქუჩაზე 10-დან 1 საათამდე ყოველ დღე და მხოლოდ იქ მიღებული აცრის მოწმობას ექნება კანონიერი ძალა.