ოკუპირებულ აფხაზეთის „პრეზიდენტი“ მოსკოვს სტუმრობს
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია 29 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს შეხვდა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
შეხვედრას რუსეთის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხაილ ბაბიჩი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასაზღვრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვიც ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის რიგი საკითხები განიხილეს“, მათ შორის, 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა.
ასლან ბჟანია მოსკოვში 26 ოქტომბერს ჩავიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)