ცესკო: 10 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 8.33 %-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 292 587 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 8.33%-ია.
ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა – 11.8% – #19 მაჟორიტარულ ოლქში (რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს) დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 7.3% – 28-ე, 29-ე და 30-ე საარჩევნო ოლქებში (აჭარა) გამოვლინდა. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 8.5%-ია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 8.34% იყო.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 600-ზე მეტი უბანია გახსნილი.
საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)