საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის დათვლა დაიწყო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3 657 საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ჯამში 1 970 540 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 56.11%-ია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 51.63%-მა მიიღო.
ყველა მაღალი აქტივობა – 63.8% რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 51% ქვემო ქართლში.
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე ოთხმა ტელეკომპანიამ – „იმედიმა“, „მთავარმა არხმა“, „რუსთავი 2“-მა და „ფორმულამ მათ მიერვე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნეს. ოთხივე ეგზიტპოლის შედეგებით ქართული ოცნება ლიდერობს.
საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)