გერმანიის რესპუბლიკამ საქართველო დე იურედ აღიარა და ელჩი დანიშნა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 6 ნოემბერი, N253
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროსაგან
საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ბატონმა ლადო ახმეტელაშვილმა ბერლინიდან ოფიციალურად აცნობა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, რომ გერმანიის რესპუბლიკის მთავრობამ 1920 წლის სექტემბრის 24-ს საქართველოს რესპუბლიკა ოფიციალურად „დე-იურე“ (იურიდიულად) აღიარა და თავის ელჩათ საქართველოში დანიშნა ბ. ულრიხ რაუხერი (რაუშერი). მეუმრავლესე სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ცნობილი წევრი