აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) აჭარაში 31 ოქტომბერს ჩატარებული 21 წევრიანი უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
უსკო-ს ცნობით, 31 ოქტომბრის არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – ქართულმა ოცნებამ და ენმ-ძალა ერთობაშიამ გადალახეს. მათ ამომრჩეველთა ხმების 45.86% და 33.95% მიიღეს.
რაც შეეხება სამი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შედეგებს, აქ მმართველმა ერთ ოლქში გუნდმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა, დანარჩენ ორში კი – მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში ქართული ოცნებისა და ენმ-ძალა ერთობაშიას კანდიდატები გადავიდნენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ენმ-ძალა ერთობაშია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აჭარის უმაღლეს საბჭოში მოპოვებულ 6 მანდატზე უარს ამბობს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
#28 ბათუმი
- ტიტე აროშიძე – ქართული ოცნება – 41.85%;
- გიორგი კირთაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 34.43%.
#29 ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული
- ცოტნე ანანიძე – ქართული ოცნება – 50.05%;
- ელგუჯა ბაგრატიონი – ენმ-ძალა ერთობაშია – 36.6.
#30 ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები
- ფრიდონ ფუტკარაძე – ქართული ოცნება – 48.93%;
- გია აბულაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 31.81%.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)