„საია“ 117 უბნის შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) 3 ნოემბრის განცხადებით, ორგანიზაცია 117 უბნის შემაჯამებელი ოქმების გაბათილებასა და ხმების ხელახალ დათვლას ითხოვს. „საია“ მოტივად ოქმების უმრავლესობაში დაფიქსირებულ დისბალანსსა და ოქმების გადასწორების ფაქტებს ასახელებს.
„საია“-მ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ცესკოში 304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით, „საია“ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს.
„საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ“, – აცხადებს საია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)