შსს-მ 4 კგ-მდე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ნოემბრის განცხადებით, პოლიციამ 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე დააკავეს და 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კგ-მდე „ჰეროინს“ შეიცავს, მისი ხელბარგიდან ამოიღეს.
უწყების განმარტებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)