შსს-მ 6.5 კგ „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბრის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში 6.5 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას“ გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)