ქვეყნის პირველი პირები ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ
ქვეყნის პირველი პირები – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
„საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა სჭირდება. ჩვენ ორ ერს შორის თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის თქვენთან თანამშრომლობის იმედი მაქვს“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე.
სალომე ზურაბიშივლმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი კამალა ჰარისაც მიულოცა. „როგორც პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტს შეერთებული შტატების ისტორიაში, მინდა პერსონალურად მოგილოცოთ და წარმატება გისურვოთ“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
As the #firstwomanVP in United States history, I want to personnally congratulate you, @KamalaHarris and wish you success! 🇬🇪🤝🇺🇸
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 7, 2020
„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს“, – დაწერა ასევე Twitter-ზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, – დასძინა მან.
„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლადარჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, – დაწერა Twitter-ზე პარლამენტი თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)