საქართველოს პრეზიდენტი ყარაბაღის შეთანხმებას ეხმიანება 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „კავკასიაში ახალი ერა იწყება”. „ვულოცავ ჩვენს მეგობარ სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს“, – ამბობს პრეზიდენტი.

„თანავუგრძნობ მსხვერპლთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს!“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. „ჩვენ ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ თავს“, – დასძენს იგი.

დღეს დილით სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლითაც მთიან ყარაბაღში ექვსკვირიანი საომარი მოქმედებები დასრულდა.

მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება რეგიონში 1 960 რუსი სამშვიდობოს განთავსებას ითვალისწინებს. ამავე შეთანხმებით, წლის ბოლომდე, სომხებმა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დათმონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)