ჯანმრთელობის დეპარტამენტი: ბათუმში შავი ჭირის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 14 ნოემბერი, N259
ჯანმრთელობის დეპარტამენტში
ჯანმრთელობის დეპარტამენტმა შეადგინა მორიგი მერვე ნოემბრის ბიულეტენი გადამდებ სენთა მსვლელობის შესახებ. ნოემბრის პირველს შავი ჭირით ავათ იყო – 13, კვირის განმავლობაში გახდა ავათ – 1, მორჩა – 2, მოკვდა – 1, ავათ არის ჭირით 11, ამ ხნის განმავლობაში ფოთში ჭირით არავინ არ გამხდარა ავათ. ამ რიგად სულ რესპუბლიკაში შავი ჭირით 11 კაცი გამხდარა ავათ. ტფილისში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ხოლერით ავად გახდომისა.