ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობიდან გადადგა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა 11 ნოემბერს, გვიან ღამით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა და წასვლის მიზეზად „სუბიექტური გარემოებები“ დაასახელა.
„ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ რა თქმა უნდა, ვრჩები ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრად და ვაგრძელებ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან როგორც საქმიან, ისე მეგობრულ ურთიერთობას“, – განაცხადა მან.
გურასპაშვილის გადადგომამდე ერთი კვირით ადრე, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მას შემდეგ, რაც ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაალ დუგლაძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პირველი ტურში ვერ მოიპოვა, შედეგებით უკმაყოფილომ, გიორგი გურასპაშვილს სცემა.
გიორგი გურასპაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)